четверг, 4 декабря 2008 г.


 ყალი უნიკალური და უპირველესი,სასიცოცხლო მნიშვნელობის,ადამიანის,ცხოველთა სამყაროს და მცენარეული საფრის არსებობისათვის აუცილებელი და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ბუნებრიბი რესურსია. საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსადრთხო გარემოს შემადგენელი უზრუნველსაყოფად,საზოგადოების იკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად.ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და შესაბამისად გარემოს შემადგენელი ძირითადი კომპონენტის წყლის დაცვასაც. 
  ყველა,საქართველოსში მცხოვრები,ვალდებულია უზრუნველყოს წყლის რაციონალური და მდგრადი გამოყენება და დაც
ვა,არ დაუშვას მისი დაბინძურება,დანაგვიანება და დაშრეტა. 
  საქართველოს სასახმელეთო ტერიტორიაზე,მის წიაღში,კონტინენტურ შელფშჰი ტერიტორიულ წყლებში და განსაკუთრებული ეკონომიკურ ზონაში არსებული წყალი საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.
 




         მუხლი 15

  1. აკრძალულია წყლის ობიექტში საწარმოო,საყოფაცხოვრებო,სხვაგავარი ნაყრისა და ყოველგვარი განთავსება და დამარხვა ზღვაში.წყლის სხვა ობიექტებში და მატი დაცვის ზოლებში.
  2. მიწის მესაკუთრეები და მმოსარგებლეები ვალდებულნი არიან არ დაუშვან წყლის დაბინძურება მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით.
  3. აკრძალულია წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სიახლოვეს და მათი სანიტარული დაცვის ზონებში საწარმო და საყოფახოვრებო ნარჩენების დაგროვება,ჩამდინარე წყლებიტ რწყვა,ისეთი ობიექტების მშენებლობა და სხვაგვარი საქმიანობა,რომელმაც წყლის დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს.
   
       მუხლი 38"წყალომოსარგებლე".  
   
  1. წყალმოსარგებელე შეუიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი,მათ შორის უცხოელიც.საკუთრების პორმის განურჩევლად,საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით. 
  2. მიწისქვეშა წყლებით სპეციალური ფორმითმოსარგებლე შეიძლება იყოს მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტი,საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  3. წყალმოსარგებლე იყენებს ლიცენზიაში ჩამოთვლილ ყველა უფლებას და პასუხსაგებს მისი პირობების დაცვაზე. 
   



  წყლით გადამდები დაავადებები. 
  (ანუ ის დაავადებები,რომელთა გადაცემა ხდება დაბინდძურებული წყლით)  
   
  შიგელოზი:  
 გამომწვევი გრამ-ნეგატიური ბაქტერია შიგელა,რომელიც იწვევს დიზენტერიას და ახასიათებს კუჭის აშლილობა ცხელება,ტკივილი და დეჰიდრატაცია.
სიმპტომები: ტკივილი და დიარეა იწყება,ინფიცირებიდან 1-4 დღის შემდეგ დეჰიდრიტაცია განსაკუთრებით საშიშია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. 
დიაგნოზი: კლინიკური ნისნები და გამოკვლევები. მკურნალობა.დაკარგული სითხისა და მარილების აღდგენა. 

  ჰეპატიტი A
 ვირუსი გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით,ასევე დაბინძურებული წყლით.
 სიმპტომები: ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს ხშირად კი იწვევს მწვავე ჰეპატიტის სიმპტომატიკას.  











მდინარე ყვირილა 
   
  ადგილმდებარეობა: მდინარე დასავლეთ საქართველოში,იმერეთში საჩხერის,ზესტაპონის,თერჯოლის,რაიონებსა და ჭიათურის საქალაქო საკრებულოს ტერიტორიაზე.რიონის მარცხენა შენაკადია წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულზე,წყალს იყენებენ სარწყავად,წისქვილებისათვის მარგანეცის მადნის ტექნოლოგიური პროტესტისათვის,ამიტომ მდინარეებში ჩაშვებული წყალი სოფ.დარაკვეთის ქვემოთ შავია, მის ზემოთ კი სუფთა. სოფელ დარაკვეთის მანგანუმის მაღაროები მოპოვებული მადანი პირველად გადამუშავებას მდნარე ჭრუჭულაზე არსებულ ქარხანაში გადის.მანგანიუმი მოძველებულ ტექნოლოგიებით,მექანიკუად გადამუშავდება (ირეცხება),რის გამოც მდინარის გამჭირვალე წყალი შავ ფერს იღებს. 
  მდინარე ყვირილას დაბინძურება ხდება საწარმო გაერთიანება "ჭიათურმანგანუმისა" და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ნარჩენების და ჩამდინარე წყლებით.საწარმო გაერთიანება "ჭიათურმანგანუმმა" 2005 წელს მდინარე ყვირილაში ჩაუშვა 13.5მდნ.კუბ.მ წყალი,მასთან ერთად ორგანული ნივთიერებები 2ტონა,შეწონილი ნაწილაკები 1449ტ ნავთოპროდუქტები 3.5ტონა; მანგანუმი 37.2ტონა.
  ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა: წყალთჩაშვება მ.დ ყვირილაში 3.8მ.დ.ნ კუბ.მ ამასთან ერთად ორგანული ნივთიერებები 14ტონა: შეწონილი ნაწილაკები 188.5ტ. ნავთოპროდუქტები 2.5ტ. ფენოლი 1.8ტ,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მდინარეში ჩაშვებული წყლით მოსახლეობა რწყავს სახნავსათესებს და იყენებენ წისქვილებისათვის მიუხედავად ბოლო წყლებში წარმოების მოცულობის შემცირება აღნიშნულ საწარმოების მავნე ზემოქმედების ინტესიობა მაღალია,რაც ძირითადად დაკავშირებულია ტექნოლოგიური რეჯიმის არასრულყოფილებასთან და არსებული ნაგებობების ექსპლუატაციის,სულ უფრო მაყარისებულ პირობებთან. 
  მოსახლეობაზე უარყოფითად მოქმედებს მოძველებული მუნიციპალური ინფასტრუქტურა დაბინძურებული წყლის გამწმენდი სიმძლ;ავრეების უკმარისობა და ხშირად უქონლობა,აგრეთვე ნარჩენების მართვის არაადვეკატური პრაქტიკა წყალი ბინძურდება მუნიციპალური და ინდუსტრიული ჩამდინარე წყლებით.  
  ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა,რომ წყლის ყველა ობიექტში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა ნორმის ფარგლებში იყო. 
  ქარხნიდან 300 მეტრში მდინარე ჭრუჭულა ყვირილას უერთდება.ზედ შესართავად მდინარე ჭრუჭულას ე.წ სილიკატების ქარხანაც აბინძურებს და თეთრ ფერს აძლევს. ასე,რომ სოფელ დარაკვეთში შავი და თეთრი მდინარეები ერთდება და აქედან,მდინარე ყვირილა შავ ფერს იღებს,დარკვეთის გარდა,ზესტაფონის ფეროს კიდევ 7 მაღარო ემსახურება,სადაც მადნის პირველადი დამუშავება ასევე მო
ძველებული მეთოდებითა და ტექნოლოგიებით მიმდინარეობს. დამუშავების პროცესში ქიმიური საშვალებები არ გამოიყენება,რის გამოც თევზს დაბინძურებულ მდინარეშიც იჭერენ.თუმცა დასადგენია,რამდენად უსაფრთხოა ყვირილაში გაგრილება,რაზეც ბავშვები უარს ვერ ამბობენ და შავ წყალში ბანაობენ.მაღაროს ხელმძღვანელობის განცხადებით "ჯორჯიან მარგანეზში" სპეციალური ეკოლოგიური სამსახური ფუნქციონირებს, თუმცა გარემოზე მავნე ზემოქმედების შესარბილებლად წარმოებას საკმარისი თანხები არ გააჩნია.პრობლემის მიზეზი არის ის რომ,ქარხნებს არა აქვთ ძალზედ მოძველებული დანადგარები. 
  ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა რომ წყლის ყველა ობიექტში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა ნორმის ფარგლებში იყო,გამონაკლისს წარმოადგენდა მდ.ყვირილა სადაც ივნისში ქ.ზესტაფონის ზემოთ და ზესტაფონის ქვემოთ განლაგებულ კვეთებში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა დაეცა 4.53 მგ/ლ და 3.5 მგ/ლ შესაბამისად ამონიუმის აზოტს საშუალო კონცეტრაცია მერყეობდა 2-10 ზდკ-ს ფარგლებში. 
  საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი მიზეზია ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების აგრეთვე საწარმოო ობიექტების ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების უქონლობა ან არაეფექტური მუშაობა,რაც პირველ რიგში გამოწვეული,შესაბამისი დაფინანსების უქონლობით,ეკონომიკური სტიმულირების მექანიზმის არარსებობით და შესაბამისი ორგანოების მხრიდან სუსტი კონტროლით.სანიტარული წესებისა და ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელობა ეკისრებათ ადგილობრივი თვითმართველობის ორგნოებს,კოლექტიურ ან ინდივიდუალურ მფლობელებს,რომელთა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს არაცენტრალიზებული წყალმომარაგების წყაროების,წყლის თვისებებისა და ხარისხის თვისებები. 
 
 
პრობლემის გადაჭრის გზები...
     წყალი,როგორც სასიცოცხლო გარემო...
 წყალი ერთ-ერთი ბუნებრივი რესურსია დედამიწაზე.იგი ძირითადი კლიმატური პაქტორია და მასზეა დამოკიდებული ცოცხალი სამყაროს განვითარება.დედამიწის ფართობის უდიდესი ნაწილი წყლითაა დაფარული და იგი წარმოდგენილია ოკანეების,ზღვების,კონტინენტალური წყალსატევების სახით.ამდენად დედამიწაზე წყლის ეკოსისტემებს უფრო დიდი ადგილი უკავიათ,ვიდრე ხმელეთის.


წყალი,როგორც რესურსი მოსახლეობისათვის.მისი დაბინდძურების წყაროები...
 წყლის რესურსებს უდიდდესი მნისშვნელობა ენიჭება მოსახლეობისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის,ეკონომიკის, ნორმალური ფუნქციონირების,გარემოს შენარჩუნების საქმეში.აქედან გამომდინარე მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა იყო და ამჯამადაც რჩებაა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადგილი აქვს წყლის თანდათანობით დეგრადაციასა და დაბინდძურების მატებას.ამის მიზეზებია:წყლის ობიექტების არასაკმარისად გაწმენდილი ჩამდინარე წყლებით და სამრეწველო ნარჩენებით დაბინდძურება,ბუნებრივი ქყალსშემკრები ფართობების შემცირება,ტყის მასივების განადგურება,სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის არასწორი მეთოდებით წარმოება.
 წყლის ეკოლოგიური სისტემების მუდმივი დეგრადაციის მიზეზს წარმოადგენს წარმოებისა და მოხმარების არსებული სტრუქტურების და მეორეს მხრივ წყლის რესურსების გამოყენებისადმი წაყენებული მოთხოვნების შეუსაბამობა.
ადამიანის ცხოველკმედება მცჰიდროდაა დაკავსჰირებული ცყალტან.ეს განაპირობებს ცყალსჰი გახსნილი გახსნილი შხამების ორგანიზმში მოხვედრის დიდ ალბათობას წყლის გამოყენებისას სასმელად,საკვების მოსამზადებლად და სხვა.ბუნებრივი წყლების სისუფთავის პრობლემის გადაჭრა დაკავშირებულია რიგ სირთულეებთან და პირველ რიგში ჩამდინარე წყლების მოცულობის ზრდასთან.
   
 განასხვავებენ ბუნებრივი წყლების დაბინდძურების შემდეგ ძირითად წყაროებს:
 1.ატმოფერულ ნალექებს,რომლებიც შეიცავენ ჰაერიდან ჩამორეცხილ სამრეწველო წარმოსშობის პოლუტანტებს;
2.სამრეწველო ჩამდინარე წყლებს,რომლებიც შეიცავენ შავი მეტალურგიის,ქიმიური ხე-ტყის ქიმიური,ნავტობმრეცველობის ნარჩენებს;
3.ქალაქის ჩამდინარე წყლებს,რომლებიც შეიცავენ საყოფაცხოვრებო ჩანადენს,დეტერგენტებსა და სხვა დამაბინდურებლებს;
   
პრობლემის გადაჭრის გზები. "უცხოეთში"

  უცხოეთში იდგმება სპეციალური ფილტრები, გასაფილტრად გამოიყენება ჩვეულებრივი ქვიშა, ეს ყველაფერი კი ნაკლებად ხდება ჩვენთან. უცხოეთში იმდენად დიდი სანქციებია, რომ ურჩევნიათ წესებს დაემორჩილონ და ისევ მდინარეებს გაუფრთხილდნენ, გამოიყენონ ფილტრები. ჩვენთან კი ყველაფერი პირიქით არის. მდინარეებს დიდი როლი უჭირავს როგორც ბუნებაში ასევე ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში. მდინარეებით ირწყვება მიწა, საიდანაც ჩვენ საკვებს ვღებულობთ, მაგრამ შიგ ჩამავალი ნივთიერებები აზიანებენ ყველაფერ ამას და ჩვენივე პრობლემაა ეს ყველაფერი. მდინარეში ჩადის მავნე ნივთიერებები ჩვენივე დაუდევრობის გამო.
  კარგი იქნება, თუ შეიმუშავებენ გეგმას წყალსაცავების და მდინარეების გასასუფთავებლად. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო მოხელეები, თუნდაც იმ ფაბრიკა-ქარხნების პატრონები, რომელთა მეშვეობითაც ბინძურდება ჩვენი მდინარეები და შემდეგ ჩვენვე ვზარალდებით ყოველივე ამით, გაითვალისწინებენ ჩვენ პროექტში მოძიებულ პრობლემებს და გააკონტროლებენ არხებს, მდინარეებს და წყალსაცავებს. ჩვენ პროექტში წამოჭრილმა პრობლემებმა უნდა დააფიქროს მეწარმეები და მათი გადაჭრისთვის იფიქრონ. შეიმუშაონ სპეციალური გეგმა,ასევე მომავალში გააკონტროლონ მოხდება თუ არა კვლავ მდინარეებისა და წყალსაცავების დაბინძურება და დააწესონ სანქციები.



 ჯანმრთელობის და წყლის ინდიკატორები...
   
 საზოგადოების ჯანმრთელობა ვერ გაუმჯობესდება თუ მოსახლეობისათვის არ იქნება ხელმისაწვდომი სუბთა წლით სარგებლობა.მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესება უფრო ხშირ 
შემთხვევაში მიკრობიოლოგიურ დაბინდძურებასთან არის დაკავშირებული,რომელსაც შეუძზლია მწვავე ზეგავლენა მოახდინოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილზე.მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციიის  მონაცემებით საერთო დაავადების 5,7% უხარისხო წლით არის
გამოწვეული.დადგენილია, რომ ყოველწლიურად,წყლიტ გამოწვეული დაავადების 30 მილიონზე მეტი შემთხვევის თავიდან აცილება შეიძლება წყლის რესურსებისა და ჰიგიენის სწორი მართვით.
  საქათველოს რეგიონებში წყლით გამოწვეული დაავადეებებიის რეალური აღრიცხვა ვერ ხერხდებოდა,შესაბამისად სტატისტიკურ მონაცემებსაც ეპიზოდური ხასიათი აქვს.მდინარეების დაბინდძურების ხარისხი გამოწვეულია მანგანუმის ღია სატვირთო მანქანებით არაკონტროლირებად ტრანსპორტირებასთან და მადნის მომმპოვებელი ფირმების მიერ გარემოს უსაბრთხოების ნორმების აბსოლიტურ იგნორირებასთან.ეს დაბინდძურებული მდინარე არის ყვირილა უდიდესი წყლის ხარჯი,ამ მდინარისა,აღინიშნება ჭიათურასთან და ზესტაფონთან.მდინარე ყვირილის დაბინდძურება დირიტადად ხდება საცარმო გაერტიანება "ცჰიატურმანგანუმის" და ზესტაპონის ფეროშენადნობთა ქარხნის ნარჩენებით და ჩამდინარე წყლებით.ზესტაფონის ფეროჰენადნობთა ქარხნიდან მდინარე ყვირილაში ჩაედინება ორგანული ნივთიერებები 14 ტონა,შეწონილი ნაწილაკები 203 ტონა,ნავთობპროდუქტები 22 ტონა,მანგანუმი 37,2 ტონა.

 წყლების განწმენდის მეთოდები...

 წყლების დაბინდძურების შესახებ მოყვანილი ფრანგმენტული ცნობებიც კი მეტყველებს იმის შესახებ ,რომ წყლების მდგომარეობამ,განსაკუთრებით მაღალგანვითარებად ქვეყნებში მიიღო საშიში ხასიათი.უახლოესი ამოცანა მდგომარეობს დაბინდძურებული და წყალსატევებში ჩამდინარე წყლის გაწმენდასა და მათ მიყვანას ისეთ მდგომარეობამდე,რომელიც საშუალებას მოგვცემს არ დავარგვიოთ წყლის ბიოცენოზები და გამოვიყენოთ ეს წყლები სასმელი წყლის,სასოფლო-სამეურნეო კულტურის მორწყვის და ასე შემდეგ.
  არსებობს ჩამდინარე წყლების გაწმენდის სხვადასხვა მეთოდი,რომლებსაც საფუძვლად უდევს ორი მიდგომა.ერთში იყენებენ აერობულ,მეორეში კი ანაერობულ(უჟანგბადო მეთოდებს) მიკროორგანიზმებს.
  მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყნებში გამოიყენება აერობული გაწმენდა.ჩამდინარე წყლების გაწმენდის აერობული ხერხი დაფუძნებულია ორისისტემის:აეროტენკისა და სალეკარის გამოყენებაზე.აეროტენკი-ეს , ღია ნაგებობაა რომელშიც ატარებენ აერირებად ჩამდინარე წყლისა და აქტიური შლამის სუსპენზიას.სალეკარში კი ხორციელდება წყლის ბოლომდე გაწმენდა.


  წყლის რესურსების მართვის პრინციპი...

  საქართველოში წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს კანონი"წყლის შესახებ".
  წყლის რესურსების თანამედროვე მართვა დაფუძნებულია ინტეგრირებულ მიდგომაზე და ითვალისწინებს ყველა სექტორის ჩართვას ამ საქმეში
  დასავლეთ საქართველოს მდინარეები ჩაედინებიან შავ ზღვაში და შესაბამისად გავლენას ახდენენ ზღვის სანაპირო წყლების დაჭუჭყიანებაზე.
 სასმელი წყლის ხარისხობრივი მართვისათვის დიდი მნიდშვნელობა აქვს წყლის გამწმენდი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასა და ხარისხობრივი სტანდარტების დაცვას.საქართველოში ეტაპობრივად ხდება საბჭოთა პერიოდის სტანდარტებიდან დასავლურ სტანდარტებზე გადასვლა,რაც განსაზღვრული კონცეტრაციების ცვლილებებსაც შეეხო,თუმცა ზოგიერთ საბჭოთა პერიოდის სტანდარტი უფრო მკაცრი აგმოჩნდა,ვიდრე ახლად მიღებული ნორმები.
  შესაბამისად წყლის ხარისხის მართვის გაუმჯობესებისათვის საქართველოს კანონში "წყლის შესახებ"პერიოდულად ხდება კანონმდებლობაში ცალკეული ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანა.!


   წყლისა და ჰიგიენის ინდიკატორები მდგომარეობს შემდეგში :
 1) დაბინძურებული წყლების დამუშავების დაფარვის არეალები.
2) წყლის პარამეტრების შეფასების ხარისხის გაუმჯობესება.
3) სუფტა სასმელი წყლისა და ჰიგიენის ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის.
4) სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებების გამოვლენები.



  საზოგადოების ჯანმრთელობა ვერ გაუმჯობესდება, თუ მოსახლეობისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი სუფთა წყლით სარგებლობა. მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესება უფრო ხშირ შემთხვევაში მიკრობიოლოგიურ დაბინძურებასთან არის დაკავშირებული, რომელსაც შეუძლია მწვავე ზეგავლენა მოახდინოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილზე. რა თქმა უნდა, სასმელი წყლის ქიმიური დაბინძურებაც ახდენს გავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ეს ზემოქმედება უფრო ქრონიკული ხასიათისაა. 
ანი ურუშაძე 
სოფო ბურდული
მარი ბაღათურია 
მარი ნემსიაშვილი
თათა ბერელიძე
ანა გაბედავა
ზინა გაბედავა
ანი ავსაჯანიშვილი
მირანდა ჯიშკარიანი 
სალომე ვარდოსანიძე
თამთა ხოსროშვილი